USD

წესები და პირობები


 

საიტის მოხმარების პირობები


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს 'ევრო ჰაუსი 2020'- ინტერნეტ მაღაზიის ვებ გვერდზე, ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებს :

1. გამოყენებული ტერმინები

წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად
1 '
ევროჰაუს 2020' - შპს ' ევრო ჰაუსი 2020'; 
2 '
ევროჰაუს 2020-ის ვებ-გვერდი' - შპს ' ევრო ჰაუსი 2020''- საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი, რომლის ვებ მისამართიაhttps://eh2020.ge/ და მისი ყველა ქვეგვერდი
3 '
ინტერნეტ მაღაზია' - ინტერნეტ მაღაზია, რომელიც წარმოადგენს შპს ' ევრო ჰაუსი 2020''- საკუთრებას და რომლის ელექტრონული მისამართიც მითითებულია მეორე პუნქტში
4 '
საქონელი', 'პროდუქტი', 'პროდუქცია' - ევროჰაუს 2020 ვებ გვერდზე რეალიზაციის მიზნით განთავსებული საქონელი
5 '
ინტერნეტ ბრაუზერი' - HTTP კლიენტი, ანუ პროგრამული აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მის მომხმარებელს მიიღოს ინფორმაცია ვებ-სერვერებზე ან ფაილურ სისტემებში არსებული ჰიპერტექსტური მარკირების ენაზე შედგენილი დოკუმენტებიდან და სხვა მედია საშუალებებიდან
6 'cookies' -
ელექტრონული იდენტიფიკატორები, რომელსაც 'ევროჰაუს 2020' იყენებს იმისათვის, რომ 'ევროჰაუს 2020' ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე ავტორიზაციაგაუვლელ პირს მისცეს ზოგიერთი სერვისით სარგებლობის ტექნიკური საშუალება; ინტერნეტ ბრაუზერის მწარმოებლის ვებ გვერდზე, როგორც წესი, მოიპოვება ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გათიშოთ 'cookies'-ები თქვენს ინტერნეტ მკვლევარში, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ ვეღარ ისარგებლებთ ზემოთჩამოთვლილი ფუნქციებით, რომელიც კომფორტულს ხდის ჩვენთან ურთიერთობას, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა - მუდამ გქონდეთ ჩართული ეს ფუნქცია როდესაც ეწვევით ჩვენს ვებ გვერდს
7 '
დამთვალიერებელი' - პირი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შედის ევროჰაუს 2020-ის  ვებ-გვერდზე და არ აქვს გავლილი ავტორიზაცია
8 '
ავტორიზაცია' - ევროჰაუს 2020  ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციულ რესურსებზე სპეციალური წვდომის უფლების ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან და სხვა უფლებებთან და პრივილეგიებთან ერთად, ანიჭებს პირს უფლებას, ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის მიზნით, შექმნას საკუთარი პროფილი ევროჰაუს 2020-ის ვებ-გვერდზე, შეიყვანოს, გაეცნოს, შეასწოროს ან დაამატოს ახალი
9 '
მომხმარებლის გვერდი'- ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე არსებული ქვე-გვერდი, რომელსაც ქმნის მომხმარებელი რეგისტრაციის გავლის შედეგად და რომელიც ასახავს ამ მომხმარებლის პროფილში შეყვანილ ინფორმაციას, ასევე, მის მიერ მიცემულ შეკვეთებს და სხვა მასთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას
10 '
ავტორიზაციის გავლა' - პირისათვის ავტორიზაციაში ნაგულისხმევი უფლების მინიჭება მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და გასაღების ევროჰაუს 2020-ის ვებ-გვერდზე არსებულ შესაბამის გრაფაში ჩაწერის და ავტორიზაციის მოთხოვნის მეშვეობით
11 '
რეგისტრაცია' - პირის მიერ ინტერნეტ ბრაუზერის მეშვეობით ევროჰაუს 2020ის ვებ-გვერდზე სპეციალური პროცედურის გავლა, რაც პირის მიერ გულისხმობს მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და ვირტუალური გასაღების შექმნას და აძლევს პირს ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლის საშუალებას
12 '
პერსონალური ინფორმაცია' - ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია, როგორც - 'პერსონალური მონაცემი' 'პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს' კანონით
13 '
პროფილი' - მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს თავის თავზე შევსებული ინფორმაცია
14 '
ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ' - ელექტრონული და სხვა ინფორმაცია, ასევე პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც აგროვებს ევროჰაუს 2020 ევროჰაუს 2020-ის ვებ-გერდის მომხმარებლების და დამთვალიერებლების შესახებ
15 '
მომხმარებელი' - პირი, რომელსაც გავლილი აქვს რეგისტრაცია ევროჰაუს 2020ის ვებ-გვერდზე
16 '
ვირტუალური გასაღები' - სიმბოლოთა კომბინაცია, რომელსაც პირი ადგენს ევროჰაუს 2020ის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, საკუთარ მომხმარებლის გვერდზე წვდომისათვის და მისი დაცულობისათვის სხვა პირთა მიერ წვდომისაგან
17 „
ელ. ფოსტის მისამართი“- პირის ვირტუალური სახელი, რომელსაც პირი იყენებს ევროჰაუს 2020ის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს, რათა მოხდეს მისი, როგორც მომხმარებლის იდენტიფიცირება ევროჰაუს 2020 ის მიერ
18 '
სპამი' - პოსტი, რომელიც შეიცავს პირდაპირ ან არაპირდაპირ რეკლამას; ბმულს მავნე ვებ-გვერდზე; უცენზურო ან შეურაცხმყოფელ გამოთქმას; ევროჰაუს 2020ის ვებ-გვერდთან ირელევანტურ შინაარსს ან გენერირებულ ტექსტს
19 '
ვირუსი' - მავნე პროგრამული უზრუნვეყლოფა
20 '
ქარხნული შეფუთვა' - შეფუთვა რომლითაც მწარმოებელი ახდენს პროდუქციის რეალიზაციას
21 '
ევროჰაუს 2020ის შეფუთვა' - შეფუთვა რომლითაც შეკვეთის მიმცემი პირი პროდქუციას მიიღებს შპს 'ევრო ჰაუსი 2020'-საგან, გარდა სატრანსპორტო კომპანიის კონვერტისა (ან სხვა შეფუთვა პროდუქციის ტრანსპორტირების მიზნით), იმ შემთხვევაში თუ შეფუთვას გააჩნია მისი დაზიანების გარეშე გახსნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი ან საშუალება, დაზიანებულ შეფუთვად ჩაითვლება გახეული, გაჭრილი ან სხვა გზით მთლიანობადარღვეული შეფუთვა
22 '
სასაქონლო სახე' - მწარმოებლის მიერ პროდუქტის გამოშვების მომენტში არსებული ვიზუალური და ფიზიკური მდოგომარებობა, როდესაც პროდუქტი მიმზიდველია მყიდველისათვის
2. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება

როდესაც ანთავსებთ ჩვენს ვებ გვერდზე შეკვეთას, ან გვიგზავნით შეტყობინებას, კომპანიასა და თქვენ შორის ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაცია, შესაბამისად შპს 'ევრო ჰაუსი 2020' თქვენს დასმულ შეკითხვას თუ მოთხოვნას გამოეხმაურება ელექტრონულად (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან თქვენს ელ. ფოსტაზე მოწერის გზით, აქედან გამომდინარე, ჩვენთან ურთიერთობის დაჭერის დროს თქვენ ეთანხმებით, რომ ელექტრონულ კომუნიკაციას კომპანიასა და თქვენ შორის აქვს წერილობით დოკუმენტის ძალა და ორივე მხარეს აქვს უფლება იგი გამოიყენოს, როგორც ოფიციალური მიმოწერა მხარეებს შორის.

 3. საავტორო უფლებები

'ევროჰაუს 2020' ელექტრონული მაღაზიის დიზაინი, მასზე განთავსებული ყველა პროდუქტი, ტექსტი, მელოდია, გამოსახულება, ხატულები, ლოგოები, ელექტრონულად ჩამოტვირთვადი ნაწარმი არის შპს 'ევრო ჰაუსი 2020'- ან ამ ნაწარმის მწარმოებელთა/მომწოდებელთა საკუთრება და იგი დაცულია საავტორო უფლებებით საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

 4. მომხმარებლის გვერდი

თუ თქვენ იყენებთ ევროჰაუს 2020-ის ინტერნეტ მაღაზიას და დარეგისტრირებული ხართ ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე, მაშინ თქვენ გაქვთ ვირტუალური გასაღები თქვენ გვერდთან წვდომისათვის, აღნიშნული გასაღების დაცვა მესამე პირებზე გავრცელებისგან თქვენი ვალდებულებაა.

 5. არასრულწლოვანი მყიდველი

შპს 'ევრო ჰაუსი 2020' არ ახორიციელებს პროდუქციის რეალიზაციას ბავშვებზე, არასრულწლოვნების შემთხვევაში, პროდუქციის შეკვეთა უნდა მოხდეს უფროსებთან შეთანხმებით.
შპს 'ევრო ჰაუსი 2020' იტოვებს უფლებას გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.

 6. მიმოხილვა, კომენტარების დატოვება, კომუნიკაცია და სხვა შიგთავსი

მომხმარებლებსა და დამთვარიელებლებს შეუძლიათ დატოვონ კომენტარები, განიხილონ პროდუქცია, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, იდეები, კითხვები ან სხვა ინფორმაცია თუ ასეთი ქმედება არ არის აკრძალული კანონით, დამამცირებელი, გამაღიზიანებელი, წამქეზებელი, სხვისი პერსონალური ინფორმაციის ან ინტელექტუალური საკუთრების ამსახველი ან თუ არ არის რაიმე სხვა არამართლზომიერი გზით მესამე პირისთვის ზიანის მიმყენებელი ან ვირუსის, პოლიტიკური კამპანიის, რეკლამის შემცველი ან რაიმე სხვა სახის 'სპამი'- შემცველი. მომხმარებელს არ აქვს უფლება გამოიყენოს სხვა პირის ელექტრონული ფოსტის (ან სხვა) მისამართი და იმოქმედოს სხვა პირის სახელით, ხოლო შპს 'ევრო ჰაუსი 2020'- აქვს უფლება (და არა ვალდებულება) მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი წესის უგულვებელყოფის შემთხევაში აღკვეთოს ასეთი ქმედება (წაშალოს მის მიერ წესების დარღვევით გამოქვეყნებული ინფორმაცია, გაუუქმოს მომხმარებელს ელექტრონული გასაღები ან სხვა.)
ევროჰაუს 2020 ვებ-გბერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის კანონთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელი არის ამ ინფორმაციის ავტორი. ინფორმაციის გამოქვეყნებით პირი აძლევს უფლებას შპს 'ევრო ჰაუსი 2020'- თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია. ამავე დროს, მესამე პირისათვის ამგვარი გამოქვეყნებით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აღნიშნული ინფორმაციის ავტორს.

7. პროდუქტის დაკარგვის ან დაზიანების რისკი

შპსევრო ჰაუსი 2020“- ინტერნეტ მაღაზიით  შეძენისას გადაზიდვას ანხორციელებს თავად კლიენტის მიერ მითითებულ მისამართზე და თავბად არის პასუხიმგებელი ნივთები მიიტანოს დანიშნულების ადგილამდე დაზიანების გარეშე. კლიენტის მიერ გზავნილის ჩაბარების შემთხვევაში შპს 'ევრო ჰაუსი 2020' აღარ არის ვალდებული განიხილოს წარმოქმნილი პრეტენზიები.
ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მომხარებლის კმაყოფილებაზეგზავნილის შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში, მომხარებელს უფლება აქვს არ ჩაიბაროს გზავნილი ან შპს „ევრო ჰაუსი 2020“-ის მძღოლთან ერთად გახსნას გზავნილი მის ჩაბარებამდე, დარწმუნდეს მის დაუზიანებლობასა და მოდელისა და რაოდენობის სისწორეში და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი გზავნილის ჩაბარების დოკუმენტს.
საქართველოს ფოსტით ტრანსპორტირების შემთხვევაში მიღებული ამანათი დაზიანებული ყუთით არ უნდა ჩაიბაროთ. თუ ყუთი დაზიანებული არაა, ამანათი ჩაიბარეთ და თუ ნივთი დაზიანებული აღმოჩნდა 24 საათის განმავლობაში უნდა ეწვიოთ ჩვენს მაღაზიას, სადაც დადგინდება ნივთის დაზიანება ქარხნულია თუ მექანიკური და შესაბამისად მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება.

 8. საქონლის და თანხის უკან დაბრუნება

გაყიდული საქონლის უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ მომხმარებლისათვის მიწოდებული საქონელი განსხვავდება მის მიერ შეკვეთილი საქონლისგან და არ არის დარღვეული მისი ქარხნული შეფუთვა ან სასაქონლო სახე. ამ შემთხვევაში  შპს 'ევრო ჰაუსი 2020', მას შემდეგ რაც დაიბრუნებს საქონელს და მოახდენს მის დათვალიერებას დაზიანებაზე, ჩაანაცვლებს მას შესაბამისი პროდუქციით ან თუ ასეთი რამ შეუძლებელია მომდევნო 10 დღის განმავლობაში დააბრუნებს თანხას იმავე ანგარიშზე საიდანაც მოხდა ანგარიშსწორება.

 9. პროდუქციის ღირებულება

ჩვენს ვებ გვერდზე მოცემული ფასები შეიცავს პროდუქციისა ღირებულებას და ასევე  საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. თუ შეცდომა პროდუქტის ფასში მომხმარებლისთვის აუარესებს შეძენის პირობებს, ჩვენ შეგითანხმებთ ამგვარ შემთხვევას და მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში შევასრულებთ თქვენს შეკვეთას, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, თქვენი შეკვეთა გაუქმდება. სასურველი პროდუქციის შერჩევის შემდეგ, გადახდის ღილაკის არჩევისას, თქვენი ბარათიდან თანხის ჩამოჭრა ხდება ავტომატურად.

 

10. შეზღუდული პასუხისმგებლობა

შპს 'ევრო ჰაუსი 2020'- ინტერნეტ მაღაზია წარმოდგენილია 'ისეთი როგორიც არის' და 'ისეთი როგორზეც მიგიწვდებათ ხელი' პირობით და მისი გამოყენებისას თქვენ ეთანხმებით ამ პირობას. შპს 'ევრო ჰაუსი 2020' არ აგებს პასუხს ინტერნეტ მაღაზიის გამოყენებით, ან მისი გამოუყენებლობის შედეგად გამოწვეულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე თუ დანაკარგზე.
ნივთის გადაზიდვის შედეგად დამდგარ ზიანზე ერთპიროვნულად პასუხს აგებს , თუმცა, მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს შპს 'ევრო ჰაუსი 2020'- საიტზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე,  ნებისმიერი არასასურველი გარემოების შესახებ და კომპანია იტოვებს უფლებას, თვითონ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება დაფიქსირებული პრობლემის თაობაზე.

 

11. მარეგულირებელი კანონმდებლობა

შპს'ევრო ჰაუსი 2020' ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობისას თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენსა და სს 'ელიტ ელექტრონიქსი'- შორის რეგულირდება საქართველოს მოქმედი კონონმდებლობით.

 

12. ოფიციალური მიმართვა შპს 'ევრო ჰაუსი 2020'-

შპს 'ევრო ჰაუსი 2020'- ოფიციალური მიმართვები და წერილები ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მიწოდებული იქნება დაზღვეული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: საქართველო, . ზუგდიდი, გამსახურდიას ქ.  #71. შპს  'ევრო ჰაუსი 2020'- ოფისი.

 13. პერსონალური ინფორმაცია

შპს 'ევრო ჰაუსი 2020' თავისი საქმიანობის დროს ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის პირადი მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.
ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ და ვიყენებთ ინტერნეტ მაღაზიის წარმატებული მუშაობისა და თქვენი ეფექტური მომსახურებისთვის:
ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია გვეხმარება მუდმივად გავაუმჯობესოთ და გავამარტივოთ ჩვენი მომსახურება, ქვემოთ მოცემულია ინფორმაციის ტიპები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ:

14. აუცილებელი მინიმალური ინფორმაციის გადაცემა მომსახურების მომწოდებელ მესამე პირზე

მომწოდებელ მესამე პირზე მისი საქმიანობის განხორციელებისათვის და მომხმარებლისათვის სრულყოფილი სერვისის მიწოდების მიზნით, 'ევროჰაუს 2020' სარგებლობს სხვა კომპანიების საბანკო და საკურიერო სერვისებით. ამ შემთხვევაში,ევროჰაუს 2020, აუცილებელ პერსონალურ ინფორმაციას (ტვირთის მიმღები პირის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი, შეკვეთის ერთჯერადი კოდი, შეკვეთის თარიღი) აწვდის მესამე პირს და /ან პირებს.

 

15. ინფორმაციის გადაცემა მესამე პირზე მომხმარებლის ნებართვით

ისეთი პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირზე, რაც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით და კანონმდებლობით, შეიძლება მოხდეს მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით.

 

16. მომხმარებლის პასუხისმგებლობა საკუთარი ინფორმაციის დაცვაზე

თქვენ ხართ პასუხიმგებელი თქვენს კომპიუტერთან და თქვენს კოდთან სხვა პიროვნებების წვდომაზე, ყოველთვის გამოიყენეთ 'გასვლა'-ის ფუნქცია როდესაც ტოვებთ კომპიუტერს ყურადღების მიღმა.

 

17. მომხმარებლის წვდომა საკუთარ მონაცემებთან

მომხმარებელს წვდომა აქვს ევროჰაუს 2020 ვებ-გვერდზე მის შესახებ არსებული მონაცემებიდან თითქმის ყველა მონაცემთან და ყველა მონაცემთან, რომელიც ევროჰაუს 2020 -ის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს შეიყვანა პირადად. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს საშუალება შეცვალოს, შეასწოროს, დაამატოს, წაშალოს ან გააუქმოს მის მიერ ევროჰაუს 2020-ის ვებ-გვერდზე მიწოდებული ინფორმაცია.

 

18. მოხმარების წესები, გაფრთხილებები და ცვლილებები

ჩვენი ბიზნესი და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, ამიტომ ჩვენს სტანდარტულ პირობებში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რის შესახებაც ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მომხმარებლებს, თუმცა ეს ჩვენი ვალდებულება არ არის, ამიტომ გთხოვთ პერიოდულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები.

 

19. შეთანხმების მოქმედება და ცვლილებების შეტანის წესი

წინამდებარე შეთანხმება მოქმედებს პირის მიერ 'ევროჰაუს 2020' ვებ-გვერდით სარგებლობისას, აგრეთვე, ინტერნეტ-მაღაზიით სარგებლობის დროს წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების დროს.
წინამდებარე შეთანხმების იმ ნაწილში, რომელიც არეგულირებს 'ევრო ჰაუსი 2020 ' -ის მიერ მიწოდებული პროდუქციის რეალიზაციის საკითხს, მოხდება რაიმე ცვლილება, ნამდვილი იქნება ის წესი, რომელიც ამ შეთანხმებით დადგენილი იყო კონკრეტული პროდუქტის შეძენის მიზნით დაწყებული სამართლებრივი ურთიერთობის მომენტში და იმოქმედებს ამ სამართლებრივი ურთიერთობის დამთავრებამდე.
წინამდებარე შეთანხმების სხვა ნაწილში შესული ცვლილებები იმოქმედებს 'ევრო ჰაუსი 2020' ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს.

 

20. მიწოდებისა და მიტანის პირობები

თუ ჩვენს სისტემაში თქვენს შეკვეთას აქვს სტატუსი ჩაბარებულია და თქვენ არ მიგიღიათ გზავნილი, გთხოვთ დაუყოვნებლივ მოგვწეროთ ამ ფაქტის შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  papunagvinjilia@gmail.com და პრობლემის დაფიქსირების შემდეგ კომპანია იზრუნებს ნებისმიერი გაუგებრობის/ხარვეზის დროულად აღმოფხვრაზე

 

21. მიწოდების ფასები და პერიოდი

მიწოდების პერიოდი შეადგენს 1-3 სამუშაო დღეს. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო შესაძლოა მიწოდების ვადა გაიზარდოს რის შესახებაც გაცნობებთ ოპერატორი. მიწოდების ფასი განისაზღვრება შესყიდვის მოცულობის მიხედვით, 100 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში მიწოდება არის უფასო ქალაქის ფარგლებში, 100 ლარამდე შენაძენის მიწოდების ღირებულებაა 5 ლარი,  ხოლო ქალაქის ფარგლებს გარეთ შენაძენის მიწოდების ღირებულება შეთანმების საგანია, ამ შემთხევავი დაგიკავშირდებათ კომპანია „ევროჰაუს 2020“ წარმოამდგენელი და თქვენთან წინასწარ მოახდენს ტრანპორტირების ღირებულების შეთანხმებას, ტრანსპორტირების ღირებულების ანგარიშწრორებას მოხდება ადგილზე.

 

22. საგარანტიო მომსახურება:

23. საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება თუ:

გარანტია არ ვრცელდება პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ნივთის ელემენტზე, ხუთ პიქსელამდე დაზიანებაზე, მეხსიერების ბარათზე, სადენზე, გადამყვანზე, სამუხტ მოწყობილობასა და სხვა აქსესუარებზე.